კატეგორია: სხვადასხვა

განათლება:

გამოცდილება: 4 წელი

ასაკი: ნებისმიერი

განაკვეთი:

სქესი:


წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" დაარსდა 2008 წლის 23 მაისს. ყველაფერი კი 11 წლის წინ, ერთი პატარა მაღაზიით დაიწყო თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე. ალბათ მაშინ ვერც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს პატარა მაღაზია წიგნის ყველაზე დიდ ქსელად იქცეოდა საქართველოში.

კომპანიის არსებობის 11 წლის მანძილზე, ჩვენ შევძელით შეგვექმნა საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელი, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და სარგებლობს მრავალრიცხოვანი მომხმარებლის დამსახურებული ნდობით. დღეისათვის, ბიბლუსი აერთიანებს 63 ფილიალს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

"ბიბლუსი" არის ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი და კომპანიის ყველა თანამშრომელს ერთი კეთილი მიზანი აერთიანებს - გახადოს წიგნი ხელმისაწვდომი საქართველოს ყველა კუთხეში და კიდევ უფრო მეტად შეაყვაროს ადამიანებს კითხვა.

ასე, რომ მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ჩვენთან გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;,
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მიზნების განსაზღვრა, კომპანიის მენეჯმენტთან შეთანხმება და მათი მაღალი ხარისხით შესრულების უზრუნველყოფა;
** კომპანიის სტრატეგიულ მიზნებთან შესაბამისობაში, ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის და პროცედურების შექმნა;
** კომპანიის მასშტაბით ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიის შემუშავება;
** საკადრო პოლიტიკის, პერსონალის შერჩევის და ინტეგრაციის მექანიზმების (პროცედურები, ინსტრუმენტები) შექმნა/დანერგვა;
** კომპანიის მასშტაბით სამუშაო ადგილებისთვის შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნების ჩამოყალიბება და სათანადო კვალიფიკაციის პერსონალით დაკომპლექტების უზრუნველყოფა;
** კომპანიის მასშტაბით პერსონალის კარიერის დაგეგმვის სიტემების შექმნა და დანერგვა;
** კომპანიის პერსონალის მართვის პოლიტიკის (სახელფასო სისტემა, პრემირების სისტემა, შეფასების სისტემა) შექმნა/დანერგვა/შესრულების კონტროლი.
** სამუშაოს შეფასების სისტემის შექმნა, დანერგვა და შესრულების კონტროლი;
** თანამშრომელთა პროფესიული განვითარების პოლიტიკის შემუშავება;
** პერიოდული კვლევების ჩატარება პერსონალის შრომითი კმაყოფილების დონის შეფასებისა და არსებული პრობლემების გამოვლენისთვის;
** პერსონალის ლოიალურობის ამაღლების პროგრამის შემუშავება და მასში გათვალისწინებული მოქმედებების განხორციელება;
** კომპანიის როგორც სასურველი დამქირავებლის იმიჯის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, შრომის და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის ან/და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** სასურველია მაგისტრის ხარისხი;
** ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა.

სამუშაო გრაფიკი: სრული;
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: იოსებიძის ქ.#49

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, 2020 წლის 05 ივნისის ჩათვლით შეავსოთ განაცხადი აღნიშნულ ბმულზე: http://hr.palitra.ge/vacancy/0x8719005056a2625311ea968e521b364f

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:

** გაეცნოს/განიხილოს/დაამუშავოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
** თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.
** კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.
** თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.

გისურვებთ წარმატებას!