ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

ზოგადი მიმოხილვა

ვებ გვერდი JOBS-GE.GE შეიქმნა 2019 წელს,  დასაქმების სფეროში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით ვთვლით რომ დღეს დღეისობით არსებულ საიტებს შორის მომხმარებელს საუკეთესო მომსახურებას ვთავაზობთ,  ჩვენი სერვისი  თანაბრად არის მორგებული როგორც დამსაქმებელზე ასევე ვაკანსიის მაძიებლებზე , 

ჩვენი ხედვა & გამოცდილება

ჩვენ  გუნდს  ვებ გვერდების შექმნის, მისი მხარდაჭერის და განვითარების მრავალწლიანი გამოცდილება უმაგრებს ზურგს, ამიტომ ვფიქრობთ რომ შევქმენით სწორედ ის პროდუქტი რომელიც ქართულ  ბაზარს ესაჭიროება , პროექტზე მუშაობისას ვეცადეთ შეგვექმნა მაქსიმალურად მარტივი და მოქნილი სისტემა , ყველა საჭირო ატრიბუტით რაც დამსაქმებელს კვალიფიციური კადრის მოძიებაში დაეხმარებოდა და პირიქით , დიახ მეგობრებო "ყველაფერი გენიალური მარტივია" ამიტომაც სულ რაღაც რამდენიმე წუთია საჭირო იმისთვის რომ გამოაქვეყნოთ განცხადება ანახოთ ის ათასობით პოტენციურ აპლიკანტს, თქვენი კომფორტისთვის შევიმუშავეთ ფორმულა რითაც მარტივად შეგიძლიათ გაიგოთ რამდენი პროცენტით ემთხვევა შემოსული რეზიუმე თქვენი ვაკანსიის მოთხოვნებს, ჩვენ თქვენი კომპანიის იმიჯზეც ვიზრუნეთ და სრულიად უფასოდ გაძლევთ შესაძლებლობას შექმნათ საკუთარი კომპანიის პროფილი მიუთითოთ ყველა საჭირო ინფორმაცია თქვენ შესახებ, ატვირთოთ ლოგო, კომპანიის სახელით გამოაქვეყნოთ განცხადებები , მიიღოთ რეზიუმეები . ვებ გვერდზე განცხადების განთავსება შეგიძლიათ ორი საშუალებით იხილეთ დაწვრილებით

ჩვენ არც დასაქმების მსურველები დაგვიჩაგრავს :)  მათთვის შევქმენით რეზიუმეს (CV forma) რისი მეშვეობითაც შეძლებენ CV ების დაგზავნას სისტემის მეშვეობით, ასევე დააღწევთ თავს საუკუნის პრობლემას "როგორ შევქმნათ რეზიუმე" რადგან ჩვენი საიტი შესაძლებლობას გაძლევთ გადმოწეროთ იგი PDF ფორმატში, 

მისია 

ჩვენი მიზანი არის დასაქმების ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი პოზიციის დაკავება , JOBS-GE.GE  იქნება მუდმივად განახლებადი , არასოდეს ჩამორჩება მომხმარებლების მოთხოვნებს, დაემატება სხვადასხვა სახის მოდული, მაგრამ არასდროს უღალატებს მთავარ პრინციპს სიმარტივეს და მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას